logo_geo
eng_logo
ანდრია ჯაღმაიძე: ერთადერთი პრეცედენტი იყო, როცა სიკვდილით დასჯის გაუქმებაზე იშუამდგომლა პატრიარქმა, სხვა საკანონმდებლო მუხლის გაუქმების მოთხოვნა არ გვახსოვს
- +

14 ოქტომბერი. 2020. 21:53

 

 

საპატრიარქო უარყოფს  „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას,  თითქოს, სისხლის სამართლის კოდექსიდან 307-ე მუხლის ამოღება საპატრიარქოს შუამდგომლობის შედეგად გადაწყდა.

 

როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, ერთადეთი პრეცედენტი იყო, როდესაც სიკვდილით დასჯის გაუქმებაზე იშუამდგომლა პატრიარქმა და წერილი მისწერა მაშინდელი ხელისუფლების მეთაურს, ედუარდ შევარდნაძეს.

 

“ზოგადად, რამე მუხლის გაუქმება ან შეცვლა რომ ეთხოვა საპატრიარქოს, ასეთი რამ არ ყოფილა.

 

ერთადერთი პრეცედენტი იყო, როდესაც სიკვდილით დასჯის გაუქმებაზე იშუამდგომლა პატრიარქმა, გაუქმებაზე.

 

ერთადერთხელ იშუამდგომლა, მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო და წერილი მისწერა მაშინდელი ხელისუფლების მეთაურს, ედუარდ შევარდნაძეს და ასევე გორბაჩოვს.

 

სხვა რამე საკანონმდებლო მუხლის გაუქმების მოთხოვნა არ გვახსოვს.

 

ასევე, იყო კონკრეტულად ირაკლი ბათიაშვილის შემთხვევა, მას სასამართლომ სწორედ ეს ბრალი წაუყენა და რადგან ძალიან მძიმე ბრალდებაა, ირაკლი ბათიაშვილის შესახებ იყო შუამდგომლობა, რომ იქნებ ასეთი მძიმე მუხლით არ ყოფილიყო მისი ბრალი განსაზღვრული“, - განაცხადა დეკანოზმა ჯაღმაიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner