,,ნუ გექნებათ განცდა, რომ ეს ვირუსი აუცილებლად ასაკოვნებისთვის არის საშიში. 109 გარდაცვლილს შორის 17 ადამიანი იყო 60 წელზე ახალგაზრდა, დაახლოებით 15%.
ეს არ არის ცოტა“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ,,რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა.
„არც ის არის სწორი, რომ კორონავირუსი მხოლოდ თანმხლები მძიმე დაავადების დროს არის სარისკო პაციენტისთვის.
სინამდვილეში, უფრო მეტად სარისკოა იმ პაციენტებისთვის, ვინც ასაკოვანია ან აქვს თანმხლები მძიმე დაავადებები, მაგრამ რისკი არ არის გამორიცხული, მათ შორის სასიკვდილო რისკი ახალგაზრდებისთვისაც და მათთვისაც, ვინც ამ მომენტისთვის ჯანმრთელია და არ აქვს სერიოზული თანმხლები დაავადებები.
რამეთუ, ეს ძალიან ცბიერი, არაპროგნოზირებადი ინფექციაა და ახალგაზრდა ასაკში და არათანმხლები დაავადებებით, გაცილებით ხშირად მიდის უფრო მსუბუქად, მაგრამ არის ცალკეული შემთხვევები, სამწუხაროდ, ჩვენთანაც და მსოფლიოშიც ძალიან ბევრი, როცა მოხდა სწრაფი დამძიმება, ერთი შეხედვით მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.