logo_geo
eng_logo
არქიმანდრიტი კირიონი: ივერი მელაშვილი შეუვალი იყო, მისი ჩვენდამი წინააღმდეგობა აზერბაიჯანს რომ მოესმინა, ხელფასს გადაუხდიდა
- +

14 ოქტომბერი. 2020. 23:53

 

 

შეუვალი იყო, მისი ჩვენდამი წინააღმდეგობა აზერბაიჯანს რომ მოესმინა, მას ხელფასს გადაუხდიდა აზერბაიჯანი და არა საქართველო. - ამის შესახებ არქიმანდრიტმა კირიონმა „პალიტრანიუსის“ ეთერში  დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის მისამართით განაცხადა.

 

მისივე თქმით, მელაშვილი ყველა იმ რუკით ხელმძღვანელობდა, რომელიც ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანო.

 

ჩვენ ყველაზე აუღებელი ციხესიმაგრე გვქონდა ჩვენივე ჩინოვნიკების სახით.

 

კაცი არ ცნობდა მთავარ დოკუმენტს, რაზეც ქვეყნებმა მოვაწერეთ ხელი და ვთქვით, რომ საყრდენი რუკა ჩვენს შორის საზღვრის გავლების დროს, იქნებოდა K-38 1:200 000-იანი მასშტაბის რუკა.

 

მელაშვილი ამ რუკას ბუნებაში საერთოდ უარყოფდა.

 

იყენებდა ყველა რუკას, რომელიც ჩვენი საზიანო იყო და რუკა, რომელიც ხელმოწერილი იყო და ორივე მხრიდან აღიარებული, იმ რუკას საერთოდ უარყოფდა.

 

შემდეგ, უკვე წამყვან სპეციალისტებთან, კამათის დროს, ის კადნიერდებოდა ისე, რომ იმათთანაც კი კამათობდა და ამბობდა, ეს რუკა არ ვარგაო.

 

კაცი, რომელიც ცენზით არის მიწათმომწყობი და მას არანაირი უფლება არ ჰქონდა ემუშავა სახელმწიფო საზღვარზე, წამყვან სპეციალისტებს ეუბნებოდა, რომ ეს რუკა ვარგაო და არაფერი არგუმენტი ამის იქით არ ჰქონდა.

 

ეს დოკუმენტი, როცა საბოლოოდ შევკარით, ჩამოვიდა ახალი რუკებიც 2020 წლის გაზაფხულზე, რომელიც უკვე საარქივო მასალაა, ანუ დედნები, შემდგომ გავუგზავნეთ უცხოურ ფირმას, რომელიც არის მოწინავე იურიდიული კომპანია მსოფლიოში, რომელიც მონაწილეობას იღებდა ამ ტიპის დავებში.

 

მათ მასალები შეისწავლეს და გვითხრეს, რომ ამ დოკუმენტებით სახელმწიფო აბსოლუტურად წელგამართულია“, - განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner