logo_geo
eng_logo
პროკურორი ჯარჯი წიკლაური: ორივე ბრალდებული აზერბაიჯანს, ფაქტობრივად, უკანონებს ისტორიულ ძეგლებს
- +

15 ოქტომბერი. 2020. 00:19

 

 

„ბატონი მელაშვილი ამტკიცებს, რომ დავითგარეჯის ძეგლები ექცევა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ჩვენ კი ვამტკიცებთ, რომ ეს არის სიცრუე, რასაც ეს ადამიანი აკეთებდა, არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება“, - ამის შესახებ „კვრის პალიტრას“, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ, პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განუცხადა

 

„1938 წლისა და 1980-იანი წლების რუკებს შორის არსებითი განსხვავებაა. მეორეხარისხოვანი საკითხები გვერდით რომ გადავდოთ, პირველ რუკაზე დავითგარეჯის ძეგლები საქართველოშია, ხოლო მეორე, გვიანდელ რუკაზე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ექცევა. როდესაც ეს იცი და შეგნებულად გაავლებ საზღვრის ხაზს 1980-იანი წლის რუკით, ნათელია, რომ გააზრებულად ანადგურებ შენი ქვეყნის მემკვიდრეობას, დავითგარეჯის ისტორიულ ძეგლებს, რომლებიც ლამის ისეთივე ხანდაზმულია, როგორიც ჩვენი ქვეყანა. ამ ყველაფრის ფონზე საკვირველია, რომ ორივე ბრალდებული დღემდე ცდილობს დაამტკიცოს, თითქოს საზღვარმა უნდა გაიაროს გარეჯის მთის თხემზე (მწვერვალზე), მაშასადამე, აზერბაიჯანს, ფაქტობრივად, უკანონებენ ისტორიულ ძეგლებს, რომლებიც სწორედ ამ თხემზეა განლაგებული, კერძოდ, ეს არის ჩიჩხიტურის მონასტერი, უდაბნოს მონასტერი, ბერების სამყოფელი კლდეში ნაკვეთი კელიები და სხვა.

 

იმ დოკუმენტში საზღვრის ხაზი ივერი მელაშვილმა გადაატარა პირდაპირ მწვერვალზე, არადა, სინამდვილეში მისგან მრავალი ასეული მეტრის დაშორებით, სამხრეთით გადიოდა. ეს არის უტყუარი მტკიცებულება, რასაც განსაკუთრებული კარტოგრაფიული ცოდნა არ სჭირდება. ნებისმიერმა ობიექტურმა ადამიანმა რომ ნახოს რუკები, ამაში დარწმუნდება. ბატონი მელაშვილი ამტკიცებს, რომ დავითგარეჯის ძეგლები ექცევა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ჩვენ კი ვამტკიცებთ, რომ ეს არის სიცრუე, რასაც ეს ადამიანი აკეთებდა, არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner