logo_geo
eng_logo
ნუცუბიძის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება იწყება
- +

29 ივნისი. 2016. 10:42


ნუცუბიძის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება იწყება:


►28 ივნისიდან ერთი თვის განმავლობაში, ცალმხრივად, შეზღუდვა დაწესდება, ქუჩის ორ მონაკვეთზე - სანდრო ეულის ქუჩის კუთხიდან მ. შავიშვილის ქუჩის კუთხემდე და ასათიანის ქუჩის კუთხიდან კანდელაკის ქუჩამდე.


საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემდეგი მიმართულებით იმოძრავებს:


► შ. ნუცუბიძის ქუჩიდან მუნიციპალური ტრანსპორტი, სანდრო ეულის ქუჩის გავლით, ჩავა ვაჟა-ფშაველას გამზირზე და მ. შავიშვილის ქუჩით კვლავ ავა ნუცუბიძის ქუჩაზე, გარკვეული მონაკვეთის გავლის შემდეგ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩაუხვევს ასათიანის ქუჩაზე და გზას განაგრძობს ალ. ყაზბეგზე, რის შემდეგაც ი. ვაკელის ქუჩის გავლით ავა კანდელაკის ქუჩაზე.


► მოქალაქეები გადაადგილებას აღნიშნულ მონაკვეთებზე დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით შეძლებენ.



 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner