აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უმცროს შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა განაცხადა, 14 წლის ბარონ ტრამპს კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ გამოუვლინდა.
„რა თქმა უნდა, ახლა ჩემი ფიქრებით ჩვენს შვილთან ვარ.
თავდაპირველად, კორონავირუსზე მისი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო, თუმცა ბოლო ტესტმა ინფიცირება გამოავლინა.
აღსანიშნავია, რომ მას სიმპტომები არ აქვს“, - განაცხადა მელანია ტრამპმა.