logo_geo
eng_logo
ლაშა დარსალია: ყველა ის მასალა, რომელიც გადავეცით აზერბაიჯანულ მხარეს, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს პოზიციას მოლაპარაკებებში
- +

15 ოქტომბერი. 2020. 02:36

 

 

როგორც საქართველოსთვის, ისე აზერბაიჯანისთვის უმთავრესი ღირებულებაა, რაც შეიძლება მალე დასრულდეს დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

 

მისი თქმით, როგორც ქართული, ისე აზერბაიჯანული მხრიდან ცალსახად არის მიდგომა, რომ ეს საკითხი გადაიჭრას ერთმანეთის პატივისცემის საფუძველზე.

 

ყველა ის რუკა, ის მასალა, რომელიც გადავეცით აზერბაიჯანულ მხარეს და ერთი 200 ათასიანი რუკა, შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს პოზიციას მოლაპარაკებებში.

 

ეს ნათქვამია საერთაშორისო დასკვნებში და ჩვენ დავუსვით კითხვა ჩვენ კონსულტანტებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს რუკები? ცალსახად არის ნათქვამი, რომ ეს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საქართველოს, მომლაპარაკებლის პოზიციებს მოლაპარაკებათა პროცესში.

 

როდესაც საუბარია სადაო მონაკვეთებზე, როდესაც განცხადებებისა და დოკუმენტების შექმნა ხდება, რომელიც გარკვეულწილად არასათანადო წინააღმდეგობას უწევს მეორე მხარის მიერ დამკვიდრებას ამ სადაო მონაკვეთებზე, ეს ცალსახად მნიშვნელოვნად აუარესებს ჩვენ პოზიციებს, მაგრამ როდესაც არსებობს დამატებითი მასალები, სწორედ იმისთვისაა კომისიები, რომ მის ფარგლებში მოხდეს ამ საკითხის განხილვა. ყველა ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში არსებული ქვეყნებისთვის საზღვრების თემა განსაკუთრებით სენსიტიურია და ამ შემთხვევაში დამოკიდებულია უკვე თვითონ ქვეყნების მიდგომაზე. როგორც ქართული, ისე აზერბაიჯანული მხრიდან ცალსახად არის მიდგომა, რომ ეს საკითხი გადაიჭრას ურთიერთპატივისცემის საფუძველზე და იმ სტრატეგიული თანამშრომლობის სულისკვეთების საფუძველზე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. გადაიჭრას სამართლიანად ისე, რომ გათვალისწინებული იქნას ორივე ქვეყნის ინტერესები. რაც პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ ეს საკითხი გადაიჭრას სამართლიანად არსებული მასალების საფუძველზე. მეტსაც გეტყვით, ჩვენ რეგიონში ვითარებას თუ რამე ძაბავს, ეს არის მოუგვარებელი საზღვრების საკითხი. როგორც საქართველოსთვის, ისე აზერბაიჯანისთვის უმთავრესი ღირებულებაა, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს დელიმიტაცია დემარკაციის პროცესი“, - განაცხადა დარსალიამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner