logo_geo
eng_logo
ლაშა დარსალია: ველით, რომ აზერბაიჯანი-საქართველოს კომისიის შეხვედრა, რაც შეიძლება მალე ჩატარდება
- +

15 ოქტომბერი. 2020. 02:36

 

 

„გარკვეული ტიპის მასალები არც არქივებში იყო დაცული და არც ჩვენს ხელთ იყო. ამაზე უკვე შესაბამისმა ორგანოებმაც უნდა იფიქრონ, თუ რა ამის მიზეზი და იყო თუ არა მიზანმიმართული ქმედებები და ა.შ.“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ ისაუბრა.

 

მისივე თქმით, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სამთავრობო კომისიის შეხვედრა შარშან გაიმართა.

 

„გაიმართა ექსპერტების რამდენიმე შეხვედრა, რომელსაც უნდა მოემზადებინა შემდგომი კომისიის შეხვედრა. ბოლო ექსპერტული შეხვედრა გასულ ზამთარს გაიმართა და უკვე მარტში უნდა გამართულიყო კომისიის შეხვედრა თბილისში, რომელიც ვირუსის გამო სამწუხაროდ რამდენჯერმე გადაიდო და ვერ მოხერხა. ამ ეტაპზე ჩვენ ველოდებით აზერბაიჯანული მხარიდან და მათ ალბათ გარკვეული დრო სჭირდებათ ამ მასალების შესასწავლად და ჩვენ ველით, რომ კომისიის შეხვედრა, რაც შეიძლება მალე ჩატარდება“- განაცხადა ლევან დარსალიამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner