logo_geo
eng_logo
აკაკი ასათიანი: როცა ადამიანები ლაპარაკობენ ერთ ენაზე, ამას ანგარიში უნდა გაუწიონ
- +

2 მარტი. 2016. 13:59


როცა ადამიანები ლაპარაკობენ ერთ ენაზე, ერთი მოდგმისანი არიან, მათ ამას ანგარიში უნდა გაუწიონ", - ასე ეხმაურება „ტრადიციონალისტთა კავშირის" ლიდერი აკაკი ასათიანი ადიგენში მომხდარ დაპირისპირებას. როგორც ასათიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საფლავებთან დაკავშირებული პრობლემა ხელისუფლებას გამწვავებამდე უნდა მოეგვარებინა.


„არ ამგონია, ეს პროცესი მართული იყოს. ძალიან ცუდი ადამიანი უნდა იყოს ის, ვინც ასეთ საკითხებს გაამწვავებს. ეს პრობლემა თავისთავად არსებობს. ერთი რამ მინდა ვთქვა, როცა ადამიანები ლაპარაკობენ ერთ ენაზე, ერთი მოდგმისანი არიან, მათ ამას ანგარიში უნდა გაუწიონ. უპირველეს ყოვლისა, უნდა მოვუფრთხილდეთ სამოქალაქო ერთობას. ამ შემთხვევაში აუცილებელი იყო, რომ საფლავებთან დაკავშირებით შეთანხმება თავიდანვე მომხდარიყო და არ უნდა მწვავდებოდეს ასეთი საკითხები. უნდა გვახსოვდეს, რომ ქართველები ვართ, საქართველოს მოქალაქეები და ასეთ საკითხებზე უნდა ვთანხმდებოდეთ", - განაცხადა აკაკი ასათიანმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner