თურქეთში, ათათურქის აეროპორტში განხორციელებულ აფეთქებებამდე, 15 წუთით ადრე სტამბოლი-თბილისის რეისი განხორციელდა.
„აფეთქებას რამდენიმე წუთით გამოვასწარით. რომ ჩამოვფრინდით, მერე გავიგეთ, ჩვენი თვითმფრინავის გამოფრენიდან 15 წუთში მოხდა ეს ამბავი. თვითმფრინავში ყველა ჯანმრთელები და უვნებლები ვართ", - განუცხადა თამუნა ტაბატაძემ „რუსთავი 2"-ს.