საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
„მეუფე მელქისედეკი რა საინტერესო ადამიანია:
დავითგარეჯის ლავრაზე ლაპარაკობს ისე, რომ ლავრაში არ ყოფილა!
გელათის ტაძარზე ლაპარაკობს ისე, რომ დიდი ხანია, გელათში არ ყოფილა!
სამაგიეროდ, ზუსტად იცის, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ რუსეთიდან ფინანსდება!
ოღონდ, მტკიცებულებებზე დაყრდნობით კი არ საუბრობს, უბრალოდ, სიტყვებს ისვრის!
ვინ დაუშალა გარეჯში ან გელათში ჩასვლა?!
რასაკვირველია, არავინ!
თუ გარეჯის და გელათის პრობლემები აწუხებს, რატომ არ დაინტერესდა ამ პრობლემებით?!
ვინ დაუშალა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებთან დარეკვა და გარკვევა, რამდენად დამაჯერებელი იყო ის ბრალდება, რომელსაც ფარატინა ფურცლებზე დაყრდნობით ავრცელებენ ნაცსექტანტები და ბოკერვილები?!
რასაკვირველია, არავინ!
მეუფე მელქისედეკი საინტერესო ადამიანია, საინტერესოდ ზედაპირული და ზერელე!
დარწმუნებული ვარ, გვარამიას ტელევიზიის საყვარელი რესპონდენტი გახდება და პეტრე ცაავას ღირსეულ კონკურენციასაც გაუწევს!“ - წერს ბონდო