logo_geo
eng_logo
იოსებ ხახალეიშვილმა მორიგი ინდივიდუალური შეხვედრები ჭომის მოსახლეობასთან გამართა
- +

15 ოქტომბერი. 2020. 12:55

 

 

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მორიგი ინდივიდუალური შეხვედრები ქუთაისის ძველი უბნის ჭომის  მოსახლეობასთან გამართა.

 

„ერთი დიდი საქმეა, ზუსტად გაიგო ამომრჩევლის განწყობა. რა აწუხებს, რა ტკივა თუ უხარია, პრობლემა, რომელიც მოსაგვარებელი აქვს, როგორი ქალაქი უნდა და რას ითხოვს ქალაქის მერისგან უპირველეს ყოვლისა.

 

ქუთაისის ძველი უბნის ჭომის მოსახლეობას შევხვდი და კიდევ უფრო ბევრი და საინტერესო ინფორმაცია მივიღე ჩემს ქალაქზე.  ის პრიორიტეტები, რომლებიც ჩემს საარჩევნო პროგრამაში მაქვს წამოწეული, საინტერესო აღმოჩნდა ჭომელებისთვის. ისინი მზად არიან კარგი ცვლილებებისათვის. უნდათ სვლა წინ და არა წარსულ აჩრდილებზე გამოდევნება. სურთ, ამ ცვლილებებსა და წინსვლაში თვითონ მიიღონ მონაწილეობა. რაციონალური და გონიერი შენიშვნებით, რჩევებით, წინადადებებით.  თითოეული ერთად ერთი საქმისთვის კი მოგეხსენებათ დიდი ძალაა“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner