logo_geo
eng_logo
ილჰამ ალიევი: ჩვენს არმიას თავისი მიწების დამოუკიდებლად გათავისუფლების უნარი აქვს
- +

15 ოქტომბერი. 2020. 13:21

 

 

„ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო ის, რომ ყველა თანათავმჯდომარე ნეიტრალური უნდა იყოს“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ტელეარხ France 24“-თან ინტერვიუში განაცხადა.

 

მისივე თქმით, აზერბაიჯანი მხარს უჭერს საფრანგეთის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საფრანგეთი, როგორც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით ნეიტრალურობას შეინარჩუნებს.

 

„მომაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საფრანგეთი მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა და ამის გამო ის ნეიტრალური უნდა იყოს. ჩვენ ამ პოზიციას ყოველთვის მხარს ვუჭერდით და ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო ის, რომ ყველა თანათავმჯდომარე ნეიტრალური უნდა იყოს“,- განაცხადა ილჰამ ალიევმა.

 

მისი თქმით, აზერბაიჯანს ჰყავს ძლიერი არმია, რომელიც ამტკიცებს იმას, რომ საკუთარი მიწების გათავისუფლება დამოუკიდებლად შეუძლია.

 

 

„ჩვენ გვყავს არმია 100 ათასზე მეტი მებრძოლით და რასაც ახლა ვაკეთებთ, იმის დემონსტრირებაა, რომ ჩვენს არმიას თავისი მიწების დამოუკიდებლად გათავისუფლების უნარი აქვს,“- განაცხადა ალიევმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner