logo_geo
eng_logo
ყირგიზეთის პრეზიდენტი გადადგა
- +

15 ოქტომბერი. 2020. 13:25

 

 

ყირგიზეთის პრეზიდენტი სოონბაი ჟეენბეკოვი გადადგა.

 

 

შესაბამისი განცხადება მის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

მე არ ვეპოტინები ხელისუფლებას. არ მინდა დავრჩე ყირგიზეთის ისტორიაში, როგორც პრეზიდენტი, რომელმაც სისხლი დაღვარა და საკუთარ მოქალაქეებს ესროლა. ამიტომ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მივიღე”, - განაცხადა ჟეენბეკოვმა.

 

 

მან ასევე სთხოვა ახალ პრემიერ-მინისტრს სადირ ჯაფაროვ და სხვა პოლიტიკოსებს, თავისი მომხრეები ქუჩიდან გაიყვანონ.

 

საპარლამენტო არჩევნები ყირგიზეთში 4 ოქტომბერს გაიმართა. არჩევნებში სულ 16 პარტია მონაწილეობდა.

 

ცესკო-ს პირველმა მონაცემებმა მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია, რომლებიც ბიშკეკში და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში არეულობებში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა აიღეს პარლამენტის შენობა და ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი დააკავეს. 7%-იანი ბარიერის გადალახვა მხოლოდ პროსახელისუფლებო პარტიებმა შეძლეს. აღნიშნულმა მოვლენებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაშლა და ახალი არჩევნების ჩატარება განაპირობა.

 

9 ოქტომბერს ყირგიზეთის პრეზიდენტმა სოონბაი ჟეენბეკოვმა ბიშკეკში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და დედაქალაქის ქუჩებში სამხედრო ნაწილების გამოყვანა ბრძანა.

 

10 ოქტომბერს ყირგიზეთის პარლამეტმა პრემიერ-მინისტრ სადირ ჯაფაროვსა და მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. პრემიერის კანდიდატურასა და მის მიერ შემოთავაზებულ პროგრამას ყველა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი. თუმცა პრეზიდენტმა გადაწყვეტილებას ვეტო დაადო.

 

14 ოქტომბერს ყირგიზეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად ისევ სადირ ჯაფაროვი აირჩია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner