logo_geo
eng_logo
თურქეთის პრეზიდენტი საერთაშორისო საზოგადოებას ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის გააქტიურებისკენ მოუწოდებს
- +

29 ივნისი. 2016. 11:02


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი იმედს გამოთქვამს, რომ სტამბოლში, ათათურქის სახელობის აეროპორტში განხორციელებული თავდასხმების სერიის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოება ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას გააქტიურებს.



წმინდა თვე რამადანის დროს განხორციელებული ეს თავდასხმა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტერორიზმი დარტყმას რწმენისა და ღირებულებების მიუხედავად ახორციელებს. ვიმედოვნებ, რომ სტამბოლში მომხდარი ტერაქტი მსოფლიოს ყველა ქვეყნის მონაწილეობით ერთობლივ ანტიტერორისტულ ბრძოლაში გარდატეხას შეიტანს", - განაცხადა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner