საქართველოში დაბრუნებულ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთაც თან Pჩღ ტესტი-ექნებათ, საკარანტინე სივრცე აღარ დასჭირდებათ. პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც დაემატება და გაიხსნება ახალი ფრენები, საქართველოს მოქალაქეების საკარანტინე სივრცეებში გადაყვენის სქემა შეიცვლება.
„ჩვენს ყველა მოქალაქეს, რომელიც სამშობლოში ბრუნდება და თან PCR-ტესტი ექნება, საკანატინე სივრცე აღარ დასჭირდება. ექნება შესაძლებლობა 12 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში გადავიდეს. ეს ის მოთხოვნაა, რაც მან უნდა დააკმაყოფილოს. მოქალაქეებს, რომელთაც PCR-ტესტი არ ექნებათ, შეეძლებათ, ზუსტად ისევ ისე გამოიყენონ საკარანტინე სივრცე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.