logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: არჩევნების გადადების არანაირი საფუძველი არ არსებობს, ამაზე ფიქრიც კი არ არის
- +

15 ოქტომბერი. 2020. 14:11

 

„წლევანდელი არჩევნები უკიდურესად მნიშვნელოვანია, მაგრამ მერწმუნეთ, ჩვენი ქვეყნის მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში სამუშაო ადგილები და ეკონომიკა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება“, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, არჩევნების შემდეგაც წერტილოვანი შეზღუდვები გაგრძელდება თუ არა.

 

პრემიერის თქმით, როდესაც მთავრობა ვირუსთან ბრძოლის პროცესში გარკვეულ გადაწყვეტილებებს იღებს, ამოსავალი წერტილი ადამიანის სიცოცხლე და ეკონომიკაა.

 

 

„ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში წლევანდელი არჩევნები უკიდურესად მნიშვნელოვანია, მაგრამ მერწმუნეთ, ჩვენი ქვეყნის მომდევნო ორი-სამი წლის პერიოდში სამუშაო ადგილები და ეკონომიკა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება, განსაკუთრებით, არჩევნების შემდგომ. ამიტომ როდესაც ვირუსთან ბრძოლაში გადაწყვეტილებას ან ტაქტიკას ვცვლით, ჩვენთვის ძირითადი ამოსავალი წერტილი და კრიტერიუმი სწორედ ორი განზომილებაა – ადამიანის სიცოცხლე და ეკონომიკა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მისივე თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ნებისმიერი საკითხი პოლიტიკური სპეკულაციისთვის არის გამოყენებული. ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, პანდემია გლობალური გამოწვევაა, რამაც  მთელი საქართველო უნდა გააერთიანოს.

 

„არანაირი ფორმატის წინააღმდეგი არ ვართ, სამწუხაროდ, საკმაოდ ტოქსიკურ წინასაარჩევნო პირობებში, ნებისმიერი თემა გამოყენებულია პოლიტიკური სპეკულირებისთვის. ჩვენ ამისთვის არ გვცალია. თორემ, არც ოპოზიციასთან საუბარი მოგვრიდებია არასდროს, განსაკუთრებით ქვეყნისთვის გამაერთიანებელ საკითხებზე. ნორმალურ ქვეყანაში და ნორმალურ მდგომარეობაში მსგავსი გლობალური გამოწვევა უნდა გამხდარიყო გამაერთიანებელი ოპოზიციის, თუ მთლიანად საქართველოსი. ასეც მოხდა გარკვეული გამონაკლისი შემთხვევების გამოკლებით, როცა ზოგიერთ პირს ხან ტესტირების რაოდენობა არ მოსწონდა, ხან სხვა რაღაც, ხან დაკეტვის წინააღმდეგი იყო, ხან ვაქცინის. ეს ყველაფერი არ შეიძლება სპეკულირების საგანი იყოს. ნებისმიერი შინაარსობრივი დიალოგისთვის ჩვენ ყოველთვის მზად ვართ.

 

რაც შეეხება არჩვენებს, დღეის მდგომარეობით, არანაირი საფუძველი არ არსებობს არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით, ამაზე ფიქრიც კი არ არის. ეს ოფიციალური პოზიციაა. ჩვენ ამ პროცესს ვმართავთ, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება“, – განაცახდა გიორგი გახარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner