logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: წესების დაცვა, პირბადის ტარება, ელემენტარული დისციპლინა და კანონების შესრულება პატრიოტიზმია
- +

15 ოქტომბერი. 2020. 14:12

 

 

„დღეს ქვეყანაში წესების დაცვა, პირბადის ტარება, ელემენტარული დისციპლინა და კანონების შესრულება - არის პატრიოტიზმი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მისივე თქმით, მსოფლიოში ვირუსის გავრცელების შეჩერების მხოლოდ ორი გზა არსებობს - ქვეყნის სრული ლოკდაუნი ან ვირუსთან ადაპტაცია.

 

„რა თქმა უნდა, ეკონომიკური ცხოვრების გამოცოცხლება არის ის აუცილებელობა, რომელიც ჩვენ ყველას გვჭირდება იმისთვის, რომ პირველი რიგში შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები და აღვადგინოთ სამუშაო ადგილები იქ, სადაც ეს შესაძლებელია. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მსოფლიოში ვირუსის გავრცელების შეჩერების ორი გზა არსებობს: ქვეყნის სრული ლოკდაუნი ან ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა, მაგრამ ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა საჭიროებს, მაღალ პასუხისმგებლობას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

ამასთან გახარიამ აღნიშნა, რომ მოსალოდნელია შემთხვევების რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბოს, თუმცა ჯანდაცვის სისტემა ამ დარტყმას გაუძლებს.

 

 

„ყველანაირი სპეკულირება, მათ შორის ინფიცირების რიცხვის ზრდაზე და შემდგომ სამედიცინო სექტორის მზად ყოფნაზე ან საწოლფონდების საკმარისობაზე - ეს არის უკიდურესად მიუღებელი და ყოვლად ამორალური, რამეთუ მთავრობა და ყველა სამინისტრო ამ თვეების განმავლობაში ემზადებოდნენ მეორე ტალღისთვის და ამას ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ იქნებოდა მეორე ტალღა, მაგრამ მთავარია ჩვენ ეს პროცესი ვმართოთ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს გვაქვს 919 შემთხვევა და დიდი ალბათობით 1000-საც გადავაბიჯებთ და ეს ზრდა გაგრძელდება, მაგრამ ჯანდაცვის სისტემა ახალი მიდგომით, რომელიც ჩვენ უკვე შეტანილი გვაქვს გეგმაში - ამ დარტყმას გაუძლებს“, - განაცხადა გახარიამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner