logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: საქართველომ წინა წლებთან შედარებით 3-ჯერ მეტი გრიპის ვაქცინა შეიძინა
- +

15 ოქტომბერი. 2020. 14:16

 

 

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველომ წინა წლებთან შედარებით 3-ჯერ მეტი გრიპის ვაქცინა შეიძინა.

 

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ვაქცინის სრული მოცულობა საქართველოში ნოემბრის პირველ ნახევარში იქნება.

 

 

„ჩვენ არაერთხელ დავაანონსეთ, რომ შევიძინეთ გრიპის ვაქცინის უპრეცედენტო რაოდენობა. ეს რაოდენობა სამჯერ აღემატება იმას, რასაც საქართველო წინა წლებში მოიხმარდა და წინა წლებში, ხშირ შემთხვევაში, გვქონდა გამოუყენებელი გრიპის ვაქცინა, რომელიც საქართველოში პოპულარობით არ სარგებლობდა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვქონდა მოთხოვნის გაზრდის მოლოდინი, ჩვენ შევიძინეთ სამჯერ მეტი რაოდენობა, ვიდრე ამას ყოველწლიურად ვგეგმავდით. მნიშვნელოვანია, ისიც, რომ მის გამოყენებასთან დაკავშირებით არის კონკრეტული სტრატეგია და ის გამოიყენება რისკ ჯგუფებში. პირველ ეტაპზე ის ადამიანები აიცრებიან, ვისაც ეს უკიდურესად ესაჭიროება. დღეს ჩვენ გვაქვს მიღებული პირველი რაოდენობა და შემდეგ კვირაში დამატებით ოდენობას ველოდებით. ნოემბრის პირველ ნახევარში კი უკვე გვექნება სრული მოცულობით შემოტანილი ვაქცინა. მნიშვნელოვანია, მოთმინებით და შეგნებით მოვიქცეთ. საქართველოს აღრიცხული ჰყავს ის ადამიანები, ვისაც ვაქცინა ესაჭიროება, მათ დავუკავშირდებიან უბნის ექიმები და ეს ადამიანები აიცრებიან“, - განაცხადა ტიკარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner