logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: დავითგარეჯას ისტორია წლების წინ დაიწყო და ოპოზიციამ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, რატომ დაიწყო გამოძიება მაინცდამაინც ახლა
- +

15 ოქტომბერი. 2020. 14:34

 

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, დავითგარეჯას ისტორია წლების წინ დაიწყო და ოპოზიციამ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, რატომ დაიწყო გამოძიება მაინცდამაინც ახლა.

 

როგორც გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, დავთგარეჯის საკითხის გამწვავებაში ოპოზიციის წვლილია.

„დავითგარეჯის ისტორია არ დაწყებულა არც გუშინ, არც 1 თვის წინ. დავითგარეჯის ისტორია წლების წინ დაიწყო. ბოლო გამწვავებული ტალღა დაიწყო 1 წლის, წელიწადნახევრის წინ და ზუსტად იმ ოპოზიციის, რომელიც ამ პროვოკაციულ კითხვას სვამს, დიდი წვლილი იყო ამ საკითხის გამწვავებაში. კითხვა, რატომ მაინცდამაინც ახლა, მათ თავის თავს უნდა დაუსვან“,- განაცხადა პრემიერმა.

 

რაც შეეხება აზერბაიჯანთან ურთიერთობას, როგორც გახარია აღნიშნავს, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის თემა ორმხრივია და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდება.

 

„აზერბაიჯანი არის ჩვენი მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი, შესაბამისად, ნებისმიერი საკითხი, რომელიც ეხება საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციას, არის ორმხრივი თემა, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის, მეგობრების ფარგლებში და მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდება“,- განაცხადა გახარიამ.

 

პრემიერი ასევე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ხელისუფლებას სურს, მას მიწების გაყიდვა დააბრალოს. როგორც გახარია აცხადებს, ეს საქმე გამოძიების პეროგატივაა.

 

„ეს არის სრულად გამოძიების პრეროგატივა, ქვეყანაში ინდულგენცია არავის აქვს, მითუმეტეს ბატონი სააკაშვილისთვის მასზე სისხლისსმაართლებრივი გამოძიება არ იქნება სიახლე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner