logo_geo
eng_logo
საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხის განხილვა LIBE-ში 4 ივლისს გაიმართება
- +

29 ივნისი. 2016. 11:03


საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხის განხილვა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში (LIBE) 4 ივლისს გაიმართება.



კომიტეტის სხდომის დღის წერიგი ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.


სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტის სხდომა 27 ივნისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა „ბრექსითის" შედეგების განხილვის მიზნით დანიშნული საგანგებო შეხვედრის გამო გადაიდო.



საქართველოს საკითხზე მომხსენებელი მარია გაბრიელი რეკომენდაციას აძლევს სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტს, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საკანონმდებლო ინიციატივის ანგარიშის პროექტს, ვინაიდან ქვეყანამ ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner