logo_geo
eng_logo
მთავრობა უმუშევრებისთვის დახმარებების მეორედ გაცემის საკითხს განიხილავს
- +

15 ოქტომბერი. 2020. 14:40

 

 

„იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვნახავთ, რომ ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება ან გრძელდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საკითხს დავუბრუნდებით და განვიხილავთ“, - განაცხადა პრემიერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილება თუ არა უმუშევრებისთვის 1200-ლარიანი დახმარებების ხელმეორედ გაცემა.

 

მისი თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს ეკონომიკისთვის ჟანგბადის მისაწოდებლად, თუმცა, სახელმწიფოს რესურსი ამოუწურავი არაა.

 

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეკონომიკაში ჟანგბადი იყოს უფრო მეტი, სამუშაო ადგილების დაკარგვა შეჩერდეს და შემდგომ ძალიან სწრაფად დავიწყოთ აღდგენა. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სახელმწიფოს მსგავსი სოციალური პაკეტები აღარ დასჭირდეს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვნახავთ, რომ ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება ან გრძელდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საკითხს დავუბრუნდებით და განვიხილავთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner