logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ქვეყანაში ინდულგენცია არ აქვს არავის, მით უმეტეს, რომ ბატონი სააკაშვილისთვის სისხლის სამართლის გამოძიება არ იქნება სიახლე
- +

15 ოქტომბერი. 2020. 15:06

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დავითგარეჯას საკითხზე არანაირი შეზღუდვები გამოძიებას არ ექნება.

 

 

„დავითგარეჯას ისტორიის ბოლო გამწვავებული ტალღა დაიწყო ზუსტად ერთი წლის წინ. ზუსტად იმ ოპოზიციას, რომელიც პროვოკაციულ კითხვას სვამს, დიდი წვლილი მიუძღვის საკითხის გამწვავებაში. კითხვა, რატომ მაინცდამაინც ახლა, მათ პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა დაუსვან. რაც შეეხება სააკაშვილს და იმას, რაც თქვა ნოღაიდელმა, ეს არის სრულად გამოძიების პრეროგატივა. ქვეყანაში ინდულგენცია არ აქვს არავის, მით უმეტეს, რომ ბატონი სააკაშვილისთვის სისხლის სამართლის გამოძიება არ იქნება რაღაც სიახლე. არანაირი შეზღუდვები გამოძიებას არ ექნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner