აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას წერილი გაუგზავნა.
აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის ინფორმაციით, ასადოვმა გახარიას აზერბაიჯანის წინააღმდეგ სომხეთის სამხედრო პროვოკაციის შესახებ აცნობა, რომელიც 27 სექტემბერს დაიწყო.
„განსაკუთრებით აღინიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის ჰუმანიტარული შეთანხმების მიღწევიდან ერთი დღეში, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ღამით სარაკეტო დანადგარიდან SCUD ცეცხლი გაუხსნეს მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს განჯის ცენტრში, რის შედეგადაც 10 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 5 ქალი იყო, 34 ადამიანი, მათ შორის 9 ბავშვი დაშავდა.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქებას იმსახურებს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე თავდასხმის მცდელობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მყისიერი რეაქცია.
აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ერთმანეთს მხარს უჭერს. ორი ქვეყანა სოლიდარულია კონფლიქტების დარეგულირების საკითხში, რომლებსაც ისინი შეეჯახნენ, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე, განსაკუთრებით სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპების საფუძველზე, საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციებისა და გადაწყვეტილებების შესაბამისად“, - აღნიშნულია განცხადებაში.