logo_geo
eng_logo
თურქეთის პრემიერის თქმით, აეროპორტზე თავდასხმის ორგანიზატორი „ისლამური სახელმწიფოა“
- +

29 ივნისი. 2016. 11:09


თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი ათათურქის აეროპორტში ტერორისტული თავდასხმის შესახებ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, მტკიცებულებები მიუთითებს, რომ აღნიშნული თავდასხმის ორგანიზატორი ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოა".


პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი ამბობს, რომ ტერორისტული თავდასხმა მაშინ განხორციელდა, როდესაც ანკარამ მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების დარეგულირება დაიწყო.


თავდამსხმელების ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის.


პრემიერი საერთაშორისო საზოგადოებას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner