თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი ათათურქის აეროპორტში ტერორისტული თავდასხმის შესახებ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, მტკიცებულებები მიუთითებს, რომ აღნიშნული თავდასხმის ორგანიზატორი ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოა".
პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი ამბობს, რომ ტერორისტული თავდასხმა მაშინ განხორციელდა, როდესაც ანკარამ მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების დარეგულირება დაიწყო.
თავდამსხმელების ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის.
პრემიერი საერთაშორისო საზოგადოებას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს.