logo_geo
eng_logo
გოჩა ენუქიძემ ხაიშის თემის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა
- +

15 ოქტომბერი. 2020. 16:21

 

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოჩა ენუქიძემ მესტიის მუნიციპალიტეტში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოლო შეხვედრა ხაიშის თემის მოსახლეობასთან გამართა.

 

გოჩა ენუქიძის თქმით, ხაიშის თემში აშენდა საბავშვო ბაღი, აშენდა სპორტული დარბაზი, რეაბილიტირდა სამედიცინო ამბულატორია, მოეწყო წყალმომარაგების სისტემა, აშენდა ნაპირსამაგრი გაბიონები მდინარე ხაიშურაზე და სოფელ ვედში, აშენდა გაღმა ხაიშთან დამაკავშირებელი ხიდი, მოეწყო სატყეო-სამეურნეო გზები.  ხაიშის თემის სოფლების მოსახლეობა სარგებლობს სოციალური პროგრამებით და საგადასახადო შეღავათებით, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, მაღალმთიანი სოფლების მხარდაჭერისთვის ხორციელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner