logo_geo
eng_logo
თეთრი სახლი ათათურქის აეროპორტზე თავდასხმას გმობს
- +

29 ივნისი. 2016. 11:24


თეთრმა სახლმა ათათურქის აეროპორტზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.



ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს საზარელ ტერორისტულ თავდასხმას თურქეთში, სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში... ტერორიზმის საფრთხესთან ბრძოლაში, ჩვენს ყველა მეგობართან და მოკავშირესთან ერთად, მტკიცედ ვუჭერთ მხარს თურქეთს, ჩვენს NATO- მოკავშირესა და პარტნიორს.

ათათურქის საერთაშორისო აეროპორტი, ისევე, როგორც ბრიუსელის აეროპორტი, რომელზეც თავდასხმა მიმდინარე წლის დასაწყისში განხორციელდა, არის საერთაშორისო კავშირების სიმბოლო", - ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner