logo_geo
eng_logo
თამაზ ბიბილური „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობასთან ხვალ ბრიფინგს გამართავს
- +

15 ოქტომბერი. 2020. 16:12

 

2020 წლის 16 ოქტომბერს, 15 საათზე, თბილისში, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობის ცენტრალურ შესასვლელთან, ამავე მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობის კონკურსის მონაწილე, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი „სხივის“ პრეზიდენტი, ტელევიზიის რეჟისორი ბ-ნი თამაზ ბიბილური ჟურნალისტებისთვის ჩაატარებს მეორე ხანმოკლე საგანგებო ბრიფინგს, მიძღვნილს - „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის თანამდებობის ე.წ. კონკურსისადმი. ბრიფინგზე გაჟღერდება მოთხოვნები:

 

  1. დაუყოვნებლივ გაუქმდეს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 2020 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება და დაინიშნოს ახალი კონკურსი;

 

 

  1. ტელევიზიის რეჟისორ ბ-ნ თამაზ ბიბილურს უახლოეს დღეებში მიეცეს საშუალება ნებისმიერი ფორმატის საღამოს გადაცემაში პირდაპირ ეთერში გამოსვლისა;

 

  1. ბ-ნ თამაზ ბიბილურს მიეცეს საშუალება „საზოგადოებრივ მაუწყებელში“, აგრეთვე ამავე მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ჟურნალისტური გამოძიების დაუყოვნებლივ ჩატარებისა (ერთჯერადი საშვი ა.წ. 19 ოქტომბრიდან ა.წ. 27 ნოემბრის ჩათვლით).

 

საკონტაქტო ტელეფონი: 591 24-28-10

გთხოვთ, მობრძანდეთ.

საქართველოს „ჟურნალისტთა კავშირი სხივი“

right_banner right_banner
არქივი
right_banner