logo_geo
eng_logo
არმენ სარგისიანი: აზერბაიჯანმა და თურქეთმა ჩვენს რეგიონში ჯიჰადისტებისა და დაქირავებული მკვლელების ჩამოყვანისთვის პასუხი უნდა აგონ
- +

15 ოქტომბერი. 2020. 18:15

 

 

სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარგსიანმა განაცხადა, რომ ოფიციალურმა ბაქომ და ანკარამ სამხრეთ კავკასიაში ტერორისტებისა და ისლამისტების ჩამოყვანისთვის პასუხი უნდა აგონ.

 

„თუ რეგიონში თურქეთის წინასწარგანზრახულ და უკანონო ქმედებებს მტკიცე საერთაშორისო რეაქცია არ მოჰყვება, რეგიონი ახალ სირიულ კოშმარად შეიძლება იქცეს. აზერბაიჯანმა და თურქეთმა ჩვენს რეგიონში ჯიჰადისტებისა და დაქირავებული მკვლელების ჩამოყვანისთვის პასუხი უნდა აგონ. დაუშვებელია, რომ 21-ე საუკუნეში დაქირავებულ მკვლელებს ფულს უხდიდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის მოკვლისთვის“, - აღნიშნა სომხეთის პრეზიდენტმა.

 

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner