ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი „ტვიტერში" თურქეთში მომხდარ ტერაქტს ეხმაურება და სამძიმარსა და მხარდაჭერას უცხადებს თურქ ხალხს.
„ეს კიდევ ერთი ტრაგიკული ტერაქტია თურქეთში. ევროკავშირი მხარს უჭერს თურქეთის მოსახლეობას. ჩვენ მთელი გულით მათთან ვართ", - წერს ფედერიკა მოგერინი.