ცნობილ ტელეწამყვან დავით სოკოლოვს, რომელიც 20 წელზე მეტ ხანს ბინას ელოდებოდა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სახლი აჩუქა.
ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში ტელეწამყვანის დავით სოკოლოვის ვიდეოს ავრცელებს და შემდეგ პოსტს წერს:
„დავით სოკოლოვმა მთხოვა ამ ვიდეოს გადაღება და ატვირთვა - სხვა ვერაფრით გადავუხდი ადამიანებს იმ მადლიერებას, რასაც ვგრძნობ და ასე მაინც ვეტყვიო.
ყველას დიდი მადლობა ჩემგანაც, ვისაც გახსოვთ ბატონი დათო და ვინც სულ ცოტათი მაინც წუხდებით მის გამო“, - წერს მაკა რაზმაძე.
„ის რაც მე გადამხდა მთლიანად, ცოტა ძნელი აღსაწერია და ცოტა არც იქნება საინტერესო ყველასთვის. ის, რომ 20 წელზე მეტი ბინას ველოდით, არავინ ყურად არ იღო არც ჩემი საბუთები, არც ჩემი მისვლა-მოსვლა, არავინ არაფერი, ამან ბოლოს ჩემი მეუღლეც შეიწირა და მგონი მეც მაგას ვეჭირებოდი.
მაგრამ ის არის საქმე, რომ ეს 20 წელიწადი ვისთანაც შევედი, კაცმა ყურადღება არ მომაქცია, ადამიანიშვილმა, ბოლოს ვიფიქრე, რომ კალაძე დანიშნეს და ამასთანაც შევალ, ე.ი. ლაპარაკი ვერ მოვასწარით, რომ იმავე დღეს გადაწყვიტა ჩემი საქმე. მეორე დღეს რომ დამირეკეს და მითხრეს, რომ მობრძანდით, უნდა გაგიფორმოთო, არ დავიჯერე, გამოვთაყვანდი რა.
მიუხედავად იმისა, რომ ასე ჩავარდნილი ვარ, ძალიან ბევრი სიხარული ვიგრძენი“, – ამბობს ვიდეოში დავით სოკოლოვი.
https://www.facebook.com/maka.razmadze.1/videos/3687089934657283/