logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: აჭარაშიც არის მატება წინა დღეებთან შედარებით, თუმცა ვითარება მეტად საყურადღებოა თბილისში
- +

15 ოქტომბერი. 2020. 20:16

 

 

იმედი გვაქვს, აჭარაში სტაბილიზაციის სურათი კვლავ დაბრუნდება, შემთხვევების რაოდენობა 200-ქვემოთ ჩამოვა და შენარჩუნდება. შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ დაღმასვლაზე“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, ახლა მეტად საყურადღებო თბილისში კორონავირუსის შემთხვევების მატებაა.

 

დღეს ანტირეკორდი გვაქვს ეპიდემიოლოგიურ სურათში, ლოგიკური მაჩვენებელია იმასთან, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა.

 

აჭარაშიც არის მატება წინა დღეებთან შედარებით.

 

ამგვარი მერყეობა მოსალოდნელია, თუმცა მეტად საყურადღებოა თბილისში შემთხვევების მატება.

 

მოგეხსენებათ, მარინა ეზუგბაიას ხელმძღვანელობით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობს მობილური ჯგუფები, ისინი ასევე ეწვივნენ „მედალფას“ კლინიკას, სადაც მოხდა მიმდინარე ისტორიების შეფასება, გაწერის კრიტერიუმების განხილვა, რეზიუმეების შერჩევა, ეს პროცესი გაგრძელდება სულ მცირე, კიდევ ერთი კვირის განმავლობაში.

 

როცა იცვლება ეპიდემიოლოგიური სურათი და საწოლფონდის დატვირთვა იზრდება, საჭირო ხდება დამხმარე ზომების გამოყენება.

 

პირველ რიგში, რაზეც შეიძლება უარი ვთქვათ, არის გართობა და ის ღონისიძებები, რომლებიც გარკვეულწილად შეიზღუდა თბილისსა და ქუთაისში შემთხვევების მატების გამო.

 

რაც შეეხება აჭარას, უნდა დავაკვირდეთ და ვნახოთ, რამდენად გვექნება საშუალება, რომ შეზღუდვები შემსუბუქდეს.

 

იმედი გვაქვს, აჭარაში სტაბილიზაციის სურათი კვლავ დაბრუნდება, შემთხვევების რაოდენობა 200-ქვემოთ ჩამოვა და შენარჩუნდება. შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ დაღმასვლაზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner