logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ივანიშვილების ოჯახის მასშტაბური საქველმოქმედო პროექტებით განებივრებულია როგორც საქართველო, ასევე ჩვენი დედაქალაქი
- +

15 ოქტომბერი. 2020. 20:19

 

 

ციკლიდან - „ხეები მიიტაცა და საქართველო გაახმო": ივანიშვილების ოჯახის მასშტაბური საქველმოქმედო პროექტებით განებივრებულია როგორც საქართველო, ასევე ჩვენი დედაქალაქი“,  - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციის უპრეცედენტო პროექტი, კიდევ ერთი ასეთი საჩუქარია თბილისისა და თბილისელებისთვის.

 

დღეს, მთაწმინდის პარკში, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით მიმდინარე, თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე, რომელიც ფონდის, თბილისის მერიისა და გარემოს დაცვისა და სოფლის სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა, პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევის შედეგები და მის საფუძველზე შემუშავებული ხედვა წარადგინეს.

 

მთაწმინდის ფერდობის პროექტის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, რასაც რამდენიმე წელიწადი სჭირდება ხოლმე. თუმცა, ადგილობრივი სპეციალისტებისა და უცხოელი ექსპერტების, 18 ორგანიზაციის ჩართულობით, კვლევითი სამუშაოები და მოსამზადებელი ეტაპი რამდენიმე თვეში დასრულდა.

 

მოსამზადებელი სამუშაოები მოიცავს საკვლევი ტერიტორიის ბოტანიკურ შესწავლას, მაღალი საკონსერვაციო ღირებულების მცენარეული დაჯგუფებებისა და პოპულაციების გამოვლენასა და რუკაზე დატანას, დასარგავი ხეებისა და ბუჩქების აღწერას, ზეხმელი და ძლიერხმოვანი ხეების, მავნებელ დაავადებათა არსებული პათოლოგიური მდგომარეობის აღწერას, შეფასებასა და მოსაჭრელი ნარგავების მონიშვნას, ფაუნის აღრიცხვას და სხვადასხვა კვლევით ღონისძიებას.

 

თბილისის მერიასთან შეთანხმებით, ფონდი „ქართუ“ სრულად აფინანსებს და ახორციელებს დედაქალაქის გულის - მთაწმინდის ფერდობის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს, რომლის ფარგლებშიც, საერთო ჯამში, დაახლოებით 700 ჰექტარი ტერიტორიის გამწვანება მოხდება. ეს ტერიტორია მოიცავს კუს ტბისა და მთაწმინდის პარკის მიმდებარე სივრცეებს, სამხრეთით კი ემიჯნება ოქროყანის დასახლებას.

 

პროექტში, რომელიც მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის განაშენიანება-რეაბილიტაციას გულისხმობს, გათვალისწინებულია როგორც ტურისტული, ასევე სპორტული საფეხმავლო ბილიკები; ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის - გზები სამთო ველოსიპედებისა და სხვადასხვა დამატებითი სპორტული აქტივობებისთვის. პროექტში ჩართულნი არიან დარგის საუკეთესო სპეციალისტები საქართველოდან და უცხოეთიდან.

 

ამ მორიგი უნიკალური პროექტის დასრულების შედეგად, მთაწმინდის ფერდს ოთხსეზონიანი ლანდშაფტი დაამშვენებს, დედაქალაქს კი უნიკალური სარეკრეაციო სივრცე, 700 ჰა-ზე გაშენებული მარადმწვანე ტყე შეემატება“, - წერს გია აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner