-
+
15 ოქტომბერი. 2020. 20:50
იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 8 804 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც თითქმის 1 500-ით მეტია წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით.
ასევე, გაორმაგდა ლეტალური შემთხვევების რაოდენობაც. ბოლო 24 საათში იტალიაში ვირუსით 83 ადამიანი გარდაიცვალა.
„გარდიანის“ ინფორმაციით, ყველაზე რთული მდგომარეობა კვლავ ლომბარდიის რეგიონშია, სადაც ვირუსის 2 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 300-ით გაიზარდა ჰოსპიტალიზაციის რიცხვიც. ამ დროისთვის იტალიის მაშტაბით საავადმყოფოებში 5 796 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მათგან 586 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.
წყარო :