„თუ „ქართული ოცნება" არჩევნებში „რესპუბლიკელებთან" ერთად მიიღებს მონაწილეობას, ხალხი მხარს არ დაუჭერს", - ამის შესახებ აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ განაცხადა და „რეპორტიორის" პრესკლუბში საგარეჯოში ჩატარებულ არჩევნებზე გაამახვილა ყურადღება. ჯაველიძე პროკურატურას მოუწოდებს, რომ საგარეჯოს არჩევნების გამოძიება ბოლომდე მიიყვანოს.
„როდესაც გოგი თოფაძემ ამხილა ქალბატონი თინა ხიდაშელი, რომ მან გააყალბა საგარეჯოს არჩევნები, ამაზე ალიაქოთი რატომ უნდა ამტყდარიყო, არ ვიცი. განა არ ვიცით, როგორ ჩატარდა საგარეჯოში არჩევნები, როგორ ატრიალდება თამარ ხიდაშელის ქმარი იარაღს და და ძალადობას ჰქონდა ადგილი? რაც მთავარია, თინა ხიდაშელმა სამხედრო კონტინგენტი ჩართო საქმეში. ამას მიხეილ სააკაშვილიც კი არ აკეთებდა. მთელი უბედურება ესაა.
რადგან პროკურატურამ ამის გამოკვლევა დაიწყო, შოთაძეს ვთხოვ, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოს. თუ არჩევნები გაყალბებულია, დამნაშავე უნდა დაისაჯოს", - განაცხადა ჯაველიძემ.