logo_geo
eng_logo
ბერლინში რამდენიმე დიპლომატიური ავტომანქანა დაწვეს, რომელთა შორისაც საქართველოს საელჩოს მანქანაც არის
- +

29 ივნისი. 2016. 11:47


ბერლინში რამდენიმე დიპლომატიური ავტომანქანა დაწვეს, რომელთა შორისაც საქართველოს საელჩოს ავტომანქანაცაა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.


 

გუშინ ბერლინში, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა დიპლომატიური ნომრის მქონე რამდენიმე ავტომანქანის დაწვის ფაქტს, რომელთა შორისაც აღმოჩნდა საქართველოს საელჩოს მანქანა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გარკვეული ჯგუფი ასეთ აქტს ჩადის. ველოდებით გამოძიების შედეგებს", - განაცხადეს საგარეო უწყებაში.



„ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, დიპლომატიურ ავტომანქანებს შორის, რომელიც ბერლინში დაწვეს, ერთ-ერთი საფრანგეთის საელჩოს მანქანაა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner