logo_geo
eng_logo
„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
- +

15 ოქტომბერი. 2020. 21:14

 

 

 

ბენზინგასამართ სადგურ „ვისოლიდან“ ჯუღელის ქუჩამდე მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი ამ მონაკვეთზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოებია.

 

 „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, 16 ოქტომბრიდან მოძრაობა დროებით შეიზღუდება, იუწყება დედაქალაქის მერია.

 

თბილისის მერია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ბენზინგასამართ სადგურ „ვისოლიდან“ ჯუღელის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განახორციელებს.

 

„დაგეგმილი სამუშაოების გამო, აღნიშნულ მონაკვეთში, მიმდინარე წლის 16, 17 და 18 ოქტომბერს, ღამის საათებში (23:00-დან 08:00 საათამდე) საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება“, - აღნიშნულია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.

 

მერია მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner