logo_geo
eng_logo
ნიკოლ ფაშინიანი: მთიანი ყარაბაღის პრობლემა უნდა მოგვარდეს კომპრომისის საფუძველზე
- +

15 ოქტომბერი. 2020. 21:21

 

 

კონფლიქტი მთიან ყარაბაღში უნდა მოგვარდეს კომპრომისის საფუძველზე, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

მისი თქმით, ისეთ გადაწყვეტილებამდე უნდა მივიდნენ მხარეები, რომელიც მისაღები იქნება ყველასთვის.

 

„ეს არ არის რაღაც პირადი ამბიციების საკითხი. ვისურვებდი, რომ საბოლოო ჯამში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი საბოლოოდ გადაწყდეს კომპრომისის ბაზაზე, იმისთვის, რომ ისეთ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ, რომელიც მისაღები იქნებოდა ყველა მხარისთვის - სომხეთისთვის, აზერბაიჯანისა და მთიანი ყარაბაღისთვის. და ეს იქნებოდა საბოლოო გადაწყვეტილება“ , - განაცხადა ფაშინიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner