„აზერბაიჯანის ქალაქ ტერტერზე სომხეთის განზრახ შეტევის შედეგად, სასაფლაოზე დაკრძალვის დროს, 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 3 მძიმედ დაშავდა“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ჰიკმეთ ჰაჯიევმა "ტვიტერზე" დაწერა.
"სომხეთი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორის პოლიტიკას ატარებს, ჰუმანიტარული მიზნებისთვის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უკან იმალება. აზერბაიჯანი იტოვებს სუვერენულ უფლებას, დაიცვას თავისი მშვიდობიანი მოსახლეობა", - განაცხადა ჰაჯიევმა.
გავრცელებული ცნობით, ტერტერის რაიონში სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაკრძალვის დროს სასაფლაოს ტერიტორიაზე ჭურვი ჩამოაგდეს. წინასწარი მონაცემებით, 3 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.