logo_geo
eng_logo
დევიდ ქემერონი: ევროპელი ლიდერები დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას პატივისცემით ეკიდებიან
- +

29 ივნისი. 2016. 12:07


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ ქემერონის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებმა აჩვენა, რომ ევროკავშირმა უნდა გადახედოს სუვერენიტეტისა და ორგანიზაციის შიგნით გადაადგილების კონტროლის საკითხებს.


ქემერონის თქმით, ბრიუსელში მისი მონაწილეობით გამართული ევროკავშირის ბოლო სამიტი „სევდა-წუხილის" ატმოსფეროში გაიმართა. აქვე მან აღნიშნა, რომ ევროპელი ლიდერები ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ქვეყნის გადაწყვეტილებისადმი პატივისცემით არიან განწყობილნი.


დევიდ ქემერონი ბრიტანელებს აფრთხილებს, რომ დიდ ბრიტანეთს მოუწევს გადახდა იმ სარგებლის სანაცვლოდ, რომელსაც ის ევროკავშირთან ახალი ურთიერთობებისგან ელის.


29 ივნისს ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში უკვე დევიდ ქემერონის გარეშე გამართავენ შეხვედრას. 27 სახელმწიფოს ლიდერები „ბრექსითის" შესაძლო შედეგებს განიხილავენ.


ევროკავშირი ლონდონისგან ორგანიზაციიდან გასვლის გეგმის ჩამოყალიბებას ითხოვს. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ლონდონის გადაწყვეტილების შეცვლის შანსს ვერ ხედავს.


როგორც ევროპელ ლიდერებთან შეხვედრამდე დევიდ ქემერონმა განაცხადა, ევროკავშირიდან გასვლის ფორმალურ პროცედურას ახალი პრემიერი დაიწყებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner