logo_geo
eng_logo
საფრანგეთში კორონავირუსის 30 621 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 88 ადამიანი
- +

15 ოქტომბერი. 2020. 23:31

 

 

საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 30 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო დღე-ღამეში აღრიცხულია ახალი ტიპის კორონავირუსული ინფექციით დაავადების 30 621 შემთხვევა.

 

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 88 ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 33 125 შეადგინა.

 

შეგახსენებთ, საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ქვეყნის რვა ქალაქში და მათ შორის პარიზში, ღამით კომენდანტის საათი იმოქმედებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner