logo_geo
eng_logo
“არა მხოლოდ დროს შეახსენებს, არამედ იმასაც, რომ არ უნდა მოიტყუოს” - მამუკა მდინარაძემ გიორგი ვაშაძეს ირაკლი კობახიძისგან საჩუქრად საათი გადასცა
- +

15 ოქტომბერი. 2020. 23:35

 

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში დებატებისას სტრატეგია აღმაშენებლის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი ვაშაძეს “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის საათი აჩუქა.

 

ამ ქმედებით ის, ვაშაძის წინასაარჩევნო სარეკლამო კლიპებს გამოეხმაურა.

 

მისი ტყუილების შესახებ აუცილებლად უნდა ვთქვა.

 

მან საათებით პიარ კამპანიის მოწყობა გადაწყვიტა და სარეკლამო კლიპში გამოფინა საათი, რომელიც საერთოდ არ იყო ჩემი და ასევე ირაკლი კობახიძის საათი, რომელიც საერთოდ არ იყო მისი.

 

მინდა ირაკლი კობახიძისგან საჩუქრად გადავცე მას საათი, რომელიც როგორც კი დახედავს, არა მხოლოდ დროს შეახსენებს, არამედ იმასაც, რომ არ უნდა მოიტყუოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner