ერთთვიანი კარანტინის შემდეგ, ისრაელი შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში განმარტეს, სამთავრობო კომისიამ გადაწყვიტა, 18 ოქტომბრიდან კარანტინის რეჟიმის შემსუბუქება დაიწყოს.
პირველ ეტაპზე გაიხსნება ის საწარმოები, სადაც მომხმარებლების მისვლა არაა საჭირო. ამუშავდება საკვების ადგილზე მიტანის სერვისი. ასევე გაიხსნება ბაღების ნაწილი.
გეგმის მიხედვით, გაუქმდება წესი, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებს საცხოვრებელი სახლიდან შორს წასვლა ეკრძალებოდა. მოქალაქეთა ერთად შეკრების შემთხვევაში, დახურულ სივრცეში მათი რაოდენობა ათს, ხოლო ღია სივრცეში 20-ს არ უნდა აღემატებოდეს.
16 ოქტომბრიდან ნაწილობრივ განაახლებს მუშაობას ბენ-გურიონის აეროპორტი.
ისრაელში რიგით მეორე კარანტინი 18 სექტემბრიდან მოქმედებს. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ თუ ვირუსის ყოველდღიური შემთხვევები 2000-ს გადააჭარბებს, შესაძლოა, კარანტინის შემსუბუქება ვერ მოხერხდეს.