logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე გიორგი ვაშაძეს: თქვენ, ყველამ ერთად მხარი დაუჭირეთ რეზოლუციას, სადაც ქართველ სამხედროებს დააბრალეთ ომის დაწყება
- +

16 ოქტომბერი. 2020. 11:46

 

 

„თქვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლაქა არის ის, რომ თქვენ, ყველამ ერთად მხარი დაუჭირეთ რეზოლუციას, სადაც ქართველ სამხედროებს დააბრალეთ ომის დაწყება“, - ამ სიტყვებით მიმართა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარეს, გიორგი ვაშაძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გამართულ დებატებში.

 

მისი თქმით, ეს არის საკითხი, რომელიც ყველა სატელევიზიო ეთერში უნდა აღინიშნოს. მამუკა მდინარაძე დაინტერესდა - გიორგი ვაშაძე, რომელსაც პრემიერ-მინისტრობა სურს, გარდა რეზოლუციის მხარდაჭერისა, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას, აგრეთვე, ადეიშვილის მოადგილეობის პერიოდსა და ზოგადად, ყოფილი ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner