აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, სომხეთის არმიის მიერ დასახლებული პუნქტების დაბომბვებს 47 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
ბაქოში აცხადებენ, რომ სარაკეტო და საარტილერიო იერიშების შედეგად 222 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
აზერბაიჯანის პროკურატურის ინფორმაციით, დაბომბვების შედეგად დაზიანდა 1 666 სახლი, 84 მრავალბინიანი კორპუსი და 301 სამოქალაქო ობიექტი.
აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთის მთავრობას ჰუმანიტარული ზავის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები დილიდან გერანბოის, ტერტერის, აღდამისა და აღჯაბადის რაიონებს რაკეტებით, საარტილერიო დანადგარებით და ნაღმმტყორცნებით ბომბავს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრძოლების შედეგად სომხეთის არმიას ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის დიდი დანაკარგები აქვს.