logo_geo
eng_logo
წალენჯიხაში, ბადრი შანავას ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება
- +

16 ოქტომბერი. 2020. 11:49

 

 

ქალაქ  წალენჯიხაში, ბადრი შანავას  ქუჩაზე  გზის სარეაბილიტაციო  სამუშაოები  იწყება. ბადრი შანავას 4,232 კმ-იანი  გზა სრულად რეაბილიტირდება. შიდა მნიშვნელობის გზა 7 ჩიხისა და 1 ცენტრალური ნაწილისაგან  შედგება.

 

პროექტის განხორციელების  შედეგად  მოსახლეობა  უსაფრთხო  და  კომფორტული გზით ისარგებლებს.

 

აღნიშნულ სამუშაოებზე ტენდერი დასრულებულია და  სამუშაოების პირველი ეტაპი  რამდენიმე დღეში დაიწყება.

 

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების  ფონდიდან  გამოყოფილი თანხით ფინანსდება.

 

სამუშოებს  ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ნიუპოვერი“  ასრულებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner