logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე გიორგი ვაშაძეს: თქვენ დაგიჯეროთ მოსახლეობამ თუ მსოფლიო ბანკს?
- +

16 ოქტომბერი. 2020. 11:52

 

 

„თქვენ დროს 1 150 000 ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. ეს იყო 30%. ხოლოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 19, 5 %-მდე შემცირდა მსოფლიო ბანკის მონაცემით. თქვენ დაგიჯეროთ მოსახლეობამ თუ მსოფლიო ბანკს?“ - მიმართა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარეს, გიორგი ვაშაძეს.

 

მან ასევე ისაუბრა სამომავლოდ სამუშაო ადგილების შექმნის თაობაზე.

 

„ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, როგორ შევქმნით 200 000 სამუშაო ადგილს და დამატებით უფრო მეტს, ვიდრე ბოლო 8 წლის განმავლობაში, რადგან სტარტი, დინამიკა და ინერცია ასეთია. ჩვენ შევქმენით 200 000-ზე მეტი ადგილი მხოლოდ კერძო სექტორში 2013 წლიდან მოყოლებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს იმის თქმის საშუალება, რომ ეს სამუშაო ადგილები ნამდვილად შეიქმნება. წინა წლებთან შედარებით, 3-ჯერ მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა ამ ქვეყანაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner