თურქეთში, ათათურქის აეროპორტში ტერაქტის შედეგად სავარაუდოდ საქართველოს ორი მოქალაქე დაშავდა.
თურქეთში საქართველოს კონსულს ირაკლი ასაშვილს 20/30news დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია ჯერ დაზუსტებული არ არის.
მისივე თქმით, საკონსულო ინფორმაციის გადამოწმებაზე მუშაობს.