logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ სოციალოგიური კვლევის შედეგების გასაჯაროებას ამ ეტაპზე არ გეგმავს
- +

29 ივნისი. 2016. 12:17


პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება" მის მიერ ჩატარებული სოციალოგიური კვლევის შედეგების გასაჯაროებას ამ ეტაპზე არ გეგმავს.



მისი თქმით, პარტიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ამ ეტაპზე მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის არის განკუთვნილი და მათი ძირითადი ამოცანა არის შიდა სტრატეგიული მიმართულებების დაგეგმვა.



რაც შეეხება კვლევის შედეგებს, ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს იმდენი პროცენტი, რამდენიც ყველა დანარჩენ პარტიას ერთად აღებულს. ვუსწრებთ რამდენჯერმე მეორე ადგილზე მყოფ პარტიას და ეს გვაძლევს საფუძველს, ითქვას, რომ ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ და ამას ემსახურებოდა პრემიერის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებზე 100-ზე მეტ მანდატს ავიღებთ და ამის რესურსი გვაქვს.

გამორიცხული არ არის, რომ ოქტომბრამდე ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგები გამოვაქვეყნოთ, თუმცა ახლა - არა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner